The Resurrected Jesus Christ appears to Mary Magdalene on Easter Sunday
ამ აღდგომას იპოვეთ მეტი სიმშვიდე და სიხარული იესო ქრისტეს მეშვეობით
დღეიდან, იზეიმეთ მისი ცხოვრება, სწავლება და თქვენთვის გაღებული მსხვერპლი.

#დღეიდან

შეგვიძლია, ხელახლა ჩავრთოთ, გადავტვირთოთ და გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას.

...
A man ponders
დღეიდან შეიტყვეთ, როგორ მოახდინოთ ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში ისე, რომ მიუახლოვდეთ იესო ქრისტეს.

აღდგომის სიმშვიდე და იმედი

რასელ მ. ნელსონი გახლავთ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პრეზიდენტი და იესო ქრისტეს თავდადებული მიმდევარი. უყურეთ მის მოწვევას, მიუახლოვდეთ ქრისტეს წმინდა კვირის განმავლობაში.

A family watching the Easter General Conference worship service
შემოგვიერთდით სააღდგომო გენერალური კონფერენციის ღვთისმსახურებაზე
კვირა, 4 აპრილი, 10:00 სთ-ზე MDT-ს დროით

გაქვთ შეკითხვები გენერალურ კონფერენციასთან დაკავშირებით?

მისიონერები ატარებენ გაკვეთილს იესო ქრისტეს შესახებ
თუ გსურთ, შეიტყოთ მეტი გენერალური კონფერენციის შესახებ და როგორ გვეხმარება იგი, ვიგრძნოთ ღვთის სიყვარული და მივიღოთ სიმშვიდე ცხოვრებაში, შეგიძლიათ შეგვხვდეთ პირადად ან ონლაინ.

შეისწავლეთ აღდგომის კვირის ყოველი დღე

ბზობა

ბზობის კვირას იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში, მისი მიმდევრები კი ეგებებიან მას პალმის რტოებით და გზად უფენენ სამოსელს. მისი ყოველი ნაბიჯი საზეიმოა, რადგან მან თითქმის დაასრულა მოგზაურობა, რომლითაც აღსრულდა ათასობით წლის წინ ნაწინასწარმეტყველები და იგი მოუტანს სიშვიდესა და ხსნას ყველას, ვინც რწმენით მიჰყვება მას. ეს წმინდა კვირა შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ დადებითი ცვლილებები ცხოვრებაში, იმის ცოდნით, რომ იესომ მოგვიმზადა  გზა.

ტაძარი

იერუსალიმში შესვლის შემდეგ ერთ-ერთი ადგილი, რომელიც იესომ პირველ რიგში მოინახულა, ტაძარი იყო. მისი მამის სახლი უნდა იყოს სინათლისა და სიმშვიდის წმინდა ადგილი, მაგრამ იესო იხილავს, რომ სინათლე შებინდდა ვაჭრების გამო, რომლებიც ტაძრის შიგნით ყიდიან თავიანთ საქონელს. იესომ გაყარა ისინი და  გარემო უმალვე უკეთესობისკენ შეიცვალა. მას შეუძლია, იგივე გააკეთოს ჩვენთვის. როცა გვწამს იესო ქრისტე, ჩვენ შეგვიძლია, ავწიოთ თვალები და გავიხედოთ ამაქვეყნიურის მიღმა და მივაპყროთ მზერა იმას, რაც წმინდაა.

ქრისტე ასწავლის

იერუსალიმში იესო ქრისტეს გარშემო იყვნენ როგორც მიმდევრები ისე უკმაყოფილოები. როგორც ოსტატი მოძღვარი, ის არ გამოტოვებს სწავლების საშუალებას. აქ, სიცოცხლის ბოლო კვირას, იგი შეკრებილთ უზიარებს თავისი სწავლების ყველაზე უკვდავ ნაწილს. იგი ატყობინებს მათ (და ჩვენც) რომ ყველაზე დიადი ხერხი, რომლითაც შეგვიძლია, ვემსახუროთ ღმერთს, არის მოყვასის სიყვარული. როცა ვზრდით ჩვენი სიყვარულის უნარს და ვმუშაობთ ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, ჩვენ შევძლებთ, გავიზარდოთ და გავხდეთ ისეთი პიროვნება, რომელსაც იესო ხედავს ჩვენში.

მიტევება

იესო, ცხოვრების ბოლო კვირას თავისი მიმდევრების სწავლებისას, ხაზს უსვამს მიტევების პრინციპს. მის სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ზუსტად მისი მსხვერპლი შესაძლებელს ხდის მიტევებას. მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, მოვინანიოთ და გულიდან მოვიცილოთ ცოდვის ტვირთი. მაგრამ იმისთვის, რომ ჭეშმარიტად გამოვცადოთ ამ დალოცვის ძალა, ჩვენ უნდა მივბაძოთ მის მაგალითს და ვიმუშაოთ იმაზე, რომ მივუტევოთ მათ, ვინც ცუდად მოგვექცა.

ბოლო სერობა

საღამოს იესო ქრისტემ შეკრიბა თავისი მოციქულები, რათა ევახშმა მათთან და გამოეხატა მათ მიმართ თავისი სიყვარული. ბოლო სერობა არის იესოს ცხოვრების ჩუმი, ლამაზი ეპიზოდი, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის იმ საღამოს გეთსიანიის ბაღში შესვლამდე. მან იცის, რომ მალე სიცოცხლე უნდა შეწიროს და მისი მოწაფეები მის გარეშე დარჩებიან. იგი ზიარების წეს-ჩვეულებას წარადგენს, რათა მათ ყოველთვის ახსოვდეთ მისი მსხვერპლი და იგი ასწავლის მათ ლოცვის ძალას. იგი აგულიანებს მათ, სთხოვონ მამაზეციერს ის, რაც სჭირდებათ, რათა მათ იცოდნენ, რომ ღმერთს ესმის თავისი შვილების ლოცვები და იგი პასუხობს მათ.

წითელი პარასკევი

გეთსიმანიის ბაღში მას შემდეგ, რაც იესო იტანჯა ყოველი ადამიანის ცოდვების გამო, მას უღალატეს და ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცეს. მთელი რიგი ცალმხრივი სასამართლო პროცესების შემდეგ, მას ჯვარცმით მიუსაჯეს სიკვდილი. მისი ჩვენთვის ტანჯვა გრძელდება ჯვარზე. მის ირგვლივ მყოფნი სასტიკად დასცინიან მას. მაგრამ იესო ამასაც მხნედ უძლებს, არ ნებდება შიშს, რათა არ შეწყვიტოს თავისი მისია - ღვთის ყოველი შვილის გამოსყიდვა. იმის გამო, რაც მან გააკეთა, ჩვენც შეგვიძლია, უკან მოვიტოვოთ შიში, როცა ვიყენებთ მისი მსხვერპლის ძალას იმისთვის, რომ საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად ვიქცეთ.

სამარხი

ძნელი წარმოსადგენია იესოს მიმდევრების ტანჯვა მისი სიკვდილის შემდეგ. მათ სიყვარულით მოამზადეს და დაასვენეს მისი სხეული ბაღის ერთ-ერთ სამარხში. ახლა, მათ მოუწევთ ცხოვრება საყვარელი მოძღვრის გარეშე. მაგრამ მან ასწავლა მათ, როგორ გამოხატონ სიყვარული მის მიმართ ნებისმიერ ვითარებაში, ამ ვითარების ჩათვლით: „თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები“. თუ გვინდა, ჭეშმარიტად ვიგრძნოთ სიახლოვე მხსნელთან, ჩვენ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ საამისოდ და გავაკეთოთ ის, რაც მან გვთხოვა.

აღდგომის კვირა

აღდგომის კვირას დილით ადრე მარიამ მაგდალელი, იესოს მიმდევარი და მეგობარი, მივიდა სამარხთან, რათა იესოს სხეულზე ეზრუნა. მის გასაკვირად, სამარხი ცარიელი დახვდა. მაგრამ იგი მარტო არ იყო. მას მამაკაცმა მიმართა, როგორც იგი ფიქრობდა, მებაღემ. მაგრამ მერე მან სახელით დაუძახა მას: „მარიამ“ (იოანე 20:16). და მან იხილა, რომ ეს იესო იყო; ქრისტე ცოცხალია. ამ კვირა დღეს, როცა მარიამის მსგავსად, ყურადღება გადაგვაქვს მხსნელზე და ვზეიმობთ მის აღდგომას, ჩვენც შეგვიძლია, გავიგოთ, რომ იესო ყველას სათითაოდ სახელებით გვიცნობს.  იგი გვიხმობს, დავემსგავსოთ მას და განვიცადოთ ჭეშმარიტი სიმშვიდე, რომელიც მის სახარებას მოაქვს. 

თავიდან დაწყება
ამ აღდგომას გაიხსენეთ, რას ასწავლიდა იესო

 ჩვენ გიწვევთ, შეიტყოთ მეტი ჩვენთან ერთად