შეხვდით მისიონერებს პირადად ან ონლაინ რეჟიმში
იპოვეთ ნუგეში მისიონერებთან საუბრისას. ჩვენ შეგვიძლია, თქვენთან ერთად წავიკითხოთ წმინდა წერილი და დაგეხმაროთ, ლოცვაში იპოვოთ სიმშვიდე.
მადლობას გიხდით გამოხატული ინტერესისთვის!
მისიონერები დაგიკავშირდებიან შემდეგი შეხვედრის დასანიშნად. გახსოვდეთ, რომ ეს შეიძლება იყოს უცხო ნომერი უცხო ქვეყნის კოდით.
შეცდომა: ფორმის წარდგენა ამჯერად შეუძლებელია კიდევ სცადეთ ან განაახლეთ გვერდი.
როგორ შეუძლიათ მისიონერებს ჩემი დახმარება?
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ღმერთთან ურთიერთობები შეიძლება იყოს ღრმად პირადული, ზოგჯერ ყველას გვჭირდება მცირე დახმარება, რათა გავერკვიოთ იმაში, რას გვეუბნება ღმერთი. სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ სულიერების გზაზე, მისიონერებს შეუძლიათ, გასწავლონ სახარების პრინციპები და გამჭრიახობა, რაც დაგეხმარებათ გზაზე. იფიქრეთ მათზე, როგორც სულიერ მწვრთნელებზე, რომლებიც:
- დაგეხმარებიან, უფრო ახლოს იგრძნოთ თავი ღმერთთან
- გასწავლიან, როგორ ილოცოთ და მიიღოთ პასუხები მისგან
- დაგეხმარებიან, მიიღოთ პასუხები თქვენს სულიერ კითხვებზე
- გასწავლიან მხსნელი იესო ქრისტესა და მისი სახარების შესახებ
- დაგეხმარებიან წმინდა წერილის წვდომაში
- მხარში დაგიდგებიან პირადი სირთულეების დროს.
- დაგეხმარებიან რწმენის, მონანიებისა და ნათლობის წინსვლაში
- გაგაცნობენ თანამოაზრეთა თემს, რომლებიც შეძლებენ თქვენს დახმარებას სულიერების გზაზე
რას ველოდოთ მისიონერის ვიზიტისგან
მისიონერები გთხოვენ, დაიწყონ შეხვედრა ლოცვით. თუ თქვენ ამის სურვილი გექნებათ, მათ შეიძლება გთხოვონ, ილოცოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მიზანია - მოიწვიონ სულიწმინდა, რათა იგი სუფევდეს საუბრის დროს.
ისინი ალბათ რამდენიმე წუთს დაგითმობენ, რათა გაიცნონ თქვენი ინტერესები. მისიონერებს აქვთ პროგრამა, რომელიც შეუძლიათ, შეგასწავლონ. მაგრამ ისინი ეცდებიან, მოგარგონ ეს გზავნილი თქვენ და თქვენს სიტუაციას. ისინი თქვენთან ერთად წაიკითხავენ ნაწყვეტებს ბიბლიიდან და მორმონის წიგნიდან და გთხოვენ, ილოცოთ, რათა შეიტყოთ, ჭეშმარიტია თუ არა ის, რაც მათ გასწავლეს.
თუ გექნებათ ამის სურვილი, მისიონერები კიდევ დაგინიშნავენ შეხვედრას. ასეთი შეხვედრების დროს მისიონერები უფრო მეტს გასწავლიან იესო ქრისტესა და მის აღდგენილი ეკლესიის შესახებ და უპასუხებენ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას. მათი პროგრამა ასევე მოიცავს გზავნილებს ღმერთის გეგმაზე ჩვენი ბედნიერებისთვის, იესოს მსხვერპლზე ჩვენთვის, რწმენაზე, მონანიებაზე, ნათლობაზე, სულიწინდაზე და ღმერთის მცნებების დაცვის შესახებ. ისინი ყოველ ჯერზე გთხოვენ, ილოცოთ, წაიკითხოთ მორმონის წიგნი, იაროთ ეკლესიაში და მოინათლოთ კიდეც. გახსოვდეთ, რომ მისიონერები თქვენი ტემპით იმუშავებენ თქვენთან და პატივისცემით მოეპყრობიან თქვენს დროს და მათთან შეხვედრის ან არ შეხვედრის სურვილს.
ტიპიტიური შეკითხვები
ადამიანებს უჩნდებათ უამრავი შეკითხვა „მორმონების“ შესახებ ანუ უფრო პატივისცემით რომ ვთქვათ, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებზე. სრული სიის სანახავად დააწკაპუნეთ აქ.