ამ შობას იზეიმეთ იესო ქრისტეს დაბადება ჩვენთან ერთად

შობას ჩვენ აღვნიშნავთ იესო ქრისტეს დაბადებას და ყოველივეს, რასაც ის ჩვენთვის, როგორც ჩვენი მხსნელი, ნიშნავს. ის აქ, დედამიწაზე, არის ჩვენი ჭეშმარიტი სიხარულის წყარო და გამომსყიდველი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვიცხოვროთ ღმერთთან და ჩვენს საყვარელ ადამიანებთან მარადისობაში. შემოგვიერთდით უფრო მნიშვნელოვანი საშობაო პერიოდის შექმნაში, როდესაც პატივს ვცემთ იესო ქრისტეს დაბადებას მისი სიყვარულისა და სიკეთის მაგალითის ერთად მიბაძვით.

იდეები შობის აღსანიშნავად

რას ნიშნავს ჩვენთვის შობა

ეს ტრადიციაზე და დღესასწაულზე მეტია. შობა არის ზღვა სიხარული, რომელიც იესო ქრისტეს დაბადების ზეიმს მოაქვს. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებისთვის ეს წმინდა დროა, როცა ისინი იხსენებენ, რომ ჩვენს მამაზეციერს იმდენად უყვარს თავისი შვილები, რომ მან საკუთარი ძე გამოაგზავნა, რათა ჩვენთვის ხანგრძლივი ბედნიერების გზა ეჩვენებინა.

დიდი ხნის წინ ნაწინასწარმეტყველები მომენტი
ჩვენ გვწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთმა სამყაროს დაბადებამდე აირჩია, როგორც მხსნელი, რომელიც ყოველი ჩვენგანისთვის ცოდვასა და სიკვდილს დაამარცხებდა. ღვთის წინასწარმეტყველები - მათ შორის ესაია და მიქა ძველი აღთქმიდან, აგრეთვე ალმა და სამუელი მორმონის წიგნიდან - ეხმარებოდნენ ადამიანებს, სიხარულით დალოდებოდნენ მხსნელის მოსვლას, მათ შორის მის ვიზიტს ამერიკის კონტინენტზე მისი აღდგომის შემდეგ.
მოკრძალებული დასაწყისი
უბრალო თავლაში მარიამმა „შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის“ (ლუკა 2:7). სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, რომ იგი, პირდაპირი მნიშვნელობით, იყო ძე ღვთისა, რომელიც, მთლი თავისი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში, სიყვარულისა და თავმდაბლობის სრულყოფილი მაგალითი იქნებოდა. ჩვენ, მისი მაგალითის მიბაძვით, დღეს მის დაბადებას ვზეიმობთ.
იმედის უნივერსალური გზავნილი
იმ ღამეს, იესო რომ დაიბადა, ანგელოზებმა მისი შობა ღარიბ მწყემსებს აუწყეს, რომლებიც ყრმასთან მივიდნენ. უფრო მდიდარმა „მოგვებმა“, ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, ძვირფასი საჩუქრები მიუტანეს. მოგვიანებით, მარიამ მაგდალელმა და ჭასთან სამარიელმა ქალმა უფლის აღდგომისა და მის, როგორც მხსნელის, შესახებ დაამოწმეს. დასაბამიდანვე, იესოს კვალზე სიარული ყველასთვის განზრახული იყო, განურჩევლად მათი სოციალური კლასის, ასაკის, სქესისა თუ რასისა.
ცოცხალი მხსნელი
იესო ქრისტე დაბადებიდანვე უმანკო ცხოვრებით ცხოვრობდა. მან გვასწავლა, როგორ მივყვეთ ღვთის გეგმას, მოახდინა სასწაულები, განკურნა ადამიანები და ნუგეში მოჰგვარა მათ. როცა მისი მიწიერი მსახურების დასრულების დრო დადგა, მხსნელი ეწამა, ჩვენი ცოდვებისთვის აღესრულა და მკვდრეთით აღდგა, რათა კვლავ შეგვძლებოდა ღმერთთან და ჩვენს ოჯახებთან ცხოვრება. იგი ცოცხალია, ჩვენ მას ვუყვარვართ და ერთ დღეს ის კვლავ დაბრუნდება დედამიწაზე.

განაგრძეთ შობის ისტორიის შესწავლა