#გაანათეთსამყარო სიყვარულით ამ შობას
რა არის#გაანათეთსამყარო?
#გაანათეთსამყარო არის მოწვევა, აქციოთ შობა მსახურების სეზონად. ეს არის საერთაშორისო მოძრაობა, რომლის იდეაა, შევეხოთ ადამიანის გულებს და შევცვალოთ მათი ცხოვრება იმით, რომ ქრისტეს მსგავსად ვიმოქმედოთ: დავაპუროთ მშივრები, ვანუგეშოთ მარტოხელები, მოვინახულოთ ავადმყოფნი და ტანჯვაში მყოფნი და ყველას მიმართ გამოვხატოთ სიკეთე.
ყოველდღიური მსახურების კალენდარი
დეკემბრის თვისთვის მოცემულია მსახურების კონკრეტული იდეები, რომლებიც დაგვეხმარება, შობის ამ სეზონზე მოვახდინოთ ჩვენი ცხოვრების ფოკუსირება სხვების დახმარებაზე. ამაში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ, გადმოტვირთოთ კალენდარი იდეებით ან საკუთარი იდეები განახორციელოთ.
ეს 18- წუთიანი საშობაო ისტორიის ინსცენირება დეტალებში გადმოსცემს მათესა და ლუკას სახარებებში აღწერილ წმინდა მოვლენებს. იმოგზაურეთ იოსებთან და მარიამთან ერთად ნაზარეთიდან ბეთლემში. გახდით მწყემსთა მოწიწების მოწმენი იუდეის ველზე. იგრძენით მოგვების სიხარული, როცა ისინი მუხლს მოიდრეკენ სამყაროს სინათლის - მხსნელი იესო ქრისტეს წინაშე.