რა არის მორმონის წიგნი?

ამ წიგნის წაკითხვა გვეხმარება, გავიგოთ ჩვენი ცხოვრების მიზანი, გვაძლევს პასუხებს მნიშვნელოვან კითხვებზე და გვაახლოვებს იესო ქრისტესთან.

მორმონის წიგნი 60 წამში. მზად ხართ? დავიწყოთ.

1:08

მორმონის წიგნი მოიცავს იესო ქრისტეს მიმდევრების წმინდა ჩანაწერებს. როგორც ბიბლიურ მოსესა და ნოეს ესაუბრებოდა ღმერთი, იგი ასევე ესაუბრებოდა ადამიანებს ამერიკის კონტინენტზე. ამ ადამიანებმა, ე.წ. წინასწარმეტყველებმა,  ჩაიწერეს ღმერთის სიტყვები. მათი ჩანაწერები საბოლოოდ ერთ წიგნში შეკრიბა წინასწარმეტყველმა მორმონმა.

 

ღვთის ხალხს ყოველთვის ცოცხალი წინასწარმეტყველები ასწავლიდნენ. ისევე როგორც დღეს, იმ დროშიც ადამიანები დგებოდნენ ცდუნების წინაშე, ეძიებდნენ სიბრძნეს და როცა იესო ქრისტეს სწავლებას მიყვებოდნენ, ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მათ მონათხრობებში - შთაგონებულ და შთამაგონებელ სულიერ ჩანაწერებში, ჩვენ საკუთარ თავს ამოვიცნობთ. მორმონის წიგნი არის დასტური იმისა, რომ ღმერთს უყვარს ყველა თავისი შვილი და იგი ჩართულია მათ ცხოვრებაში. იგი არის ბიბლიის ჭეშმარიტების და იესო ქრისტეს ღვთიურობისა და სწავლებების დამოწმება.

მორმონის წიგნი სერიოზულ კითხვებზე გვაძლევს პასუხებს

მორმონის წიგნი გვეხმარება, გავიგოთ აუცილებელი შეკითხვები, რომლებიც ყველას გაგვიჩნდება გარკვეულ დროს:

- არსებობს ცხოვრება სიკვდილის შემდეგრა გველის საბურველის მიღმა? 

- რა არის ცხოვრების მიზანი?

- როგორ შემიძლია, ახლა ვიპოვო ბედნიერება და სიმშვიდე? 

- ღმერთი მიცნობს და ესმის ჩემი ლოცვები?

- როგორ ავარიდო თავი ცოდვას და ვისწავლო გულწრფელი მონანიება? 

თუ გაქვთ ამის სურვილი, მისიონერები შეგხვდებიან და განიხილავენ თქვენთან იმ ნაწყვეტებს, რომლებიც პასუხობენ ამ კითხვებს. ისინი ასევე მოგიტანენ უფასო მორმონის წიგნს.

მორმონის წიგნის დაპირება

ღმერთი გვპირდება, რომ თუ მორმონის წიგნს წავიკითხავთ გახსნილი გულითა და გონებით, იგი სულიწმინდის შთაგონებით ყოველ ჩვენგანს გაგვიმხელს მის ღვთიურობასა და ჭეშმარიტებას. დაახლოებით 80 000 მისიონერი ექვს კონტინენტზე ქადაგებს ამ წიგნს 107 ენაზე და ეს ადამიანები ამჟამად ცდიან ამ დაპირებას.  

მისიონერები უფასოდ არიგებენ მორმონის წიგნს, მაგრამ მაინც, მილიონობით ადამიანი მიიჩნევს მას ყველაზე ფასეულ ღირებულებად. მამაკაცები და ქალები მთელს მსოფლიოში, ყველა ფენის წარმომადგენლები, შეიტყობენ, რომ მორმონის წიგნს შეუძლია, გვაპოვნინოს სიმშვიდე და რწმენა ამ ცხოვრებაში და მარადიული ხსნა მომავალ ცხოვრებაში.

როგორ მივიღეთ მორმონის წიგნი?

1823 წ. ჯოზეფ სმითმა, ანგელოზის მეშვეობით, მიაგნო უძველეს ჩანაწერებს და გადათარგმნა ისინი ღმერთის ძალით. მის წინ არსებული უძველესი წინასწარმეტყველების მსგავსად, ჯოზეფ სმითიც მსახურობდა ღვთის მაცნედ და მოწმობდა იესო ქრისტეს გამოსყიდვის შესახებ  და მხსნელის შესაძლებლობაზე - შეცვალოს ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

რატომ არის მორმონის წიგნი მნიშვნელოვანი?

მორმონის წიგნში ჩაწერილმა პრინციპებმა - იესო ქრისტეში რწმენა, მონანიება, სიხარული, ხსნა - შეცვალა უძველესი ხალხის ცხოვრება. ჩვენს დროშიც მორმონის წიგნმა მოახდინა გავლენა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე მთელს მსოფლიოში, რამეთუ დააახლოვა ისინი ქრისტესთან. 

 

აი რამდენიმე ამბავი:

3 ქალბატონის გამოცდილება მორმონის წიგნთან დაკავშირებით

სამი ქალბატონი გვიხსნის, როგორ დაეხმარა მათ მორმონის წიგნი და მისი სწავლებები, განევითარებინათ უფრო ახლო ურთიერთობა ღმერთთან.

რიჩარდ აუგერი მორმონის წიგნის შესახებ

რიჩარდს დაუდგინეს სიმსივნე და მან მორმონის წიგნში იპოვა ნუგეში.

ფრენკ მანსუეტო მორმონის წიგნის შესახებ

„მე მივხვდი, რომ მორმონის წიგნის სიტყვები უშუალოდ მე მესაუბრებოდნენ“.

ტიმ გეითსი მორმონის წიგნის შესახებ

ტიმ გეითსი საუბრობს მორმონის წიგნის როლზე მის ცხოვრებაში. 

 

 

words and things

რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მორმონის წიგნმა ჩემს ცხოვრებას?

წმინდა წერილი იმაზე უფრო მეტია, ვიდრე ძველი სიტყვები და ამბები. ისინი შესაფერისი, დროული გზავნილებია იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც ვდგებით. როცა მორმინის წიგნს კითხულობ და ხშირად უსვამ საკუთარ თავს კითხვას: „რას ნიშნავს ეს სინამდვილეში“? თქვენ დაინახავთ, რომ დღეს იქ თქვენთვის მრავალი შესაფერისი გზავნილია. ეს წიგნი დაწერილი იყო იმისთვის, რომ შთაეგონებინა მკითხველი, მიეღო გადაწყვეტილებები, რომლებიც საბოლოო ჯამში შეცვლიდნენ მის ცხოვრებას და მიაახლოვებდნენ მას ღმერთთან. ავტორები იმედოვნებდნენ, რომ ამ წიგნის სიტყვები მიიყვანდნენ ადამიანებს იესო ქრისტესთან და შეცვლიდნენ მათ საქციელს; გაფანტავდნენ სევდას, ეჭვს, შიშს; უჩვენებდნენ  ადამიანებს მათი ცხოვრების აზრს და მიმართულებას და დაუდასტურებდნენ, რომ ღმერთი კვლავ „სასწაულების ღმერთია“ (მორმონი 9:10).

 

მორმონის წიგნის მნიშვნელობა შეიძლება შეფასდეს მთელს მსოფლიოში გავრცელებული ასლების რაოდენობით ან იმ ადამიანთა რიცხვის ზრდით, რომლებმაც არჩიეს, იარონ ქრისტეს კვალზე მას შემდეგ, რაც ეს წიგნი წაიკითხეს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა მაინც პირადულია: მორმონის წიგნი პასუხობს კითხვებს, გვაძლევს იმედს და სათითაოდ ამყარებს სულიერ ძალას ადამიანებში.

იპოვეთ სიმშვიდე მორმონის წიგნის წაკითხვით
მოითხოვეთ უფასო მორმონის წიგნი

ადამიანებმა, რომელთა ცხოვრებაც შეიცვალა მორმონის წიგნის კითხვით, იპოვეს იგი, როცა სცოდავდნენ ან იყვნენ ერთგულნი, როცა იყვნენ უიმედონი ან ბედნიერნი. იმისთვის, რომ ადამიანმა მორმონის წიგნის მნიშვნელობა აღმოაჩინოს,  ის შეიძლება ან იყოს განათლებული ან არა, იყოს მარტო ან მეგობრებისა და ოჯახის წრეში მყოფი, ფინანსურად ძლიერი ან შეჭირვებული. ერთადერთი, რაც მათ საერთო აქვთ არის ის, რომ ადამიანებმა, რომელნიც ამ წიგნის გავლენის ქვეშ მოექცნენ, აიღეს იგი უბრალო სურვილის გამო - შეიტყონ ჭეშმარიტება და ჩასწვდნენ მას.

ტიპიური შეკითხვები

ადამიანებს უამრავი კითხვა უჩნდებათ „მორმონების“ ან უფრო თავაზიანად რომ ვთქვათ, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრების შესახებ. სრული სიის სანახავად დააწკაპუნეთ აქ.