მოწვევა, მოინანიოთ, იშვიათად წარმოადგენს დამსჯელ ხმას; იგი უფრო მოსიყვარულე ვედრებაა, შემოვტრიალდეთ და „დავუბრუნდეთ“ღმერთს. ეს არის ნიშანი მამაზეციერისა და მისი მხოლოდშობილი ძისა, ვიყოთ იმაზე მეტნი, რანიც ვართ, ავიდეთ ცხოვრების უფრო მაღალ საფეხურზე, შევიცვალოთ და ვიგრძნოთ ბედნიერება იმით, რომ ვიცავთ მცნებებს. როგორც ქრისტეს მოწაფენი ჩვენ ვხარობთ მონანიების დალოცვებით და მიტევების სიხარულით. ყოველივე ეს ჩვენი ნაწილი ხდება, აყალიბებს ჩვენს აზროვნებასა და გრძნობებს. ...
მონანიება, მეტწილად, არის ჩუმი და საკმაოდ პირადული, როცა ყოველდღე ეძიებ უფლის დახმარებას საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად.
მონანიება მეტწილად მოგზაურობა და არა ერთჯერადი მოვლენაა. ეს მარტივი როდია. რთულია, შეიცვალო, ეს მოითხოვს ქარში სირბილს, დინების საპირისპიროდ ცურვას. იესომ თქვა: „თუ ვინმეს სურს, გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე იტვირთავდეს თავის ჯვარს და მომყვებოდეს“. მონანიება არის ზურგის შექცევა უპატიოსნებისთვის, ამპარტავნობისთვის, წყრომისთვის, უსუფთაო აზრებისთვის და შემოტრიალება ისეთი თვისებებისკენ, როგორიცაა სიკეთე, უანგარობა, მოთმინება და სულიერება. ეს არის ღმერთისკენ „შემობრუნება“. ...
მონანიება არა მხოლოდ გვცვლის, არამედ ლოცავს ჩვენს ოჯახებს და საყვარელ ადამიანებს. მართალი მონანიებით, უფლის განრიგით, უფლის გამოწვდილი ხელები არა მხოლოდ ჩვენ მოგვეხვევა არამედ ჩვენი შველებისა და მონაგარის ცხოვრებაზე განევრცობა. მონანიება ყოველთვის ნიშნავს, რომ წინ უფრო დიდი ბედნიერება გველის.