აღნიშნეთ შობა ერთად
იზეიმეთ დეკემბერში იესოს დაბადების სიხარული განსაკუთრებულ საკვირაო წირვაზე . ეს არის შესანიშნავი საშუალება, იგრძნოთ შობის დღეებში სიმშვიდე და ასევე მოიწვიოთ მეგობრები, ახლობლები და ოჯახი, შემოგიერთდნენ შთაგონების საათზე.
5 რჩევა იმისთვის, თუ როგორ მივიღოთ კარგი გამოცდილება ეკელსიაში
ეკლესიის წევრები თბილად მიგიღებენ მრევლში და დაგეხმარებიან, თავი იგრძნოთ ისე, როგორც საკუთარ სახლში. წარუდგინეთ სხვებს საკუთარი თავი.თუ გექნებათ შეკითხვები, სთხოვეთ იქ მყოფთ დახმარება. ყველა მოხარული იქნება თქვენი იქ ყოფნით!
საშობაო მსახურება როგორც წესი, ერთ საათს გრძელდება. ხშირად მოიცავს სიმღერებს, ლოცვებსა და მრევლის ქადაგებებს (ე.წ. გამოსვლებს). მსახურების დროს ეკლესიის წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა, ზიარების მიღების მეშვეობით გაიხსენონ იესო.
შეგიძლიათ, მოხვიდეთ ნებისმიერ გემოვნებით შერჩეულ ტანსაცმელში, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ. მამაკაცების უმრავლესობას აცვია ბოლომდე შეკრული პერანგი და უკეთია ჰალსტუხი, ქალებს ძირითადად აცვიათ კაბები ან ბოლოკაბები. ბავშვებიც, როგორც წესი, ლამაზად არიან ჩაცმულები. ლამაზად ჩაცმა დაგეხმარებათ, მეტი პატივისცემით განეწყოთ და მოემზადოთ იმისთვის, რომ შეიტყოთ იესო ქრისტესა და მისი სწავლებების შესახებ.
ყოველ კვირას მრევლს ურიგებენ ნაკურთხ პურსა და წყალს, რაც სიმბოლურად ახსენებს მათ იესო ქრისტეს მიერ გაღებულ მსხვერპლს. თუმცა მონაწილეობის მიღება არ არის სავალდებულო. თუ არ გსურთ ზიარების მიღება, უბრალოდ გადაეცით ჭურჭელი გვერდზე მჯდომ პიროვნებას.
თქვენ არ გჭირდებათ წერილობითი შეყობინების გაგზავნა იმის თაობაზე, მოხვალთ თუ არა მსახურებაზე. თუმცა თუ ეკლესიაში მოსვლის გამო ნერვილულობთ, სჯობს წინასწარ შეატყობინოთ მრევლს. ისინი მოგიძებნიან მეგობარს, რომელიც გვერდით მოგიჯდებათ და დაგამშვიდებთ. დააჭირეთ აქ რათა იპოვოთ თქვენს რაიონში ეკლესიის საკონტაქტო ინფორმაცია.