გაანათეთ სამყარო - ყოველდღიური მსახურების იდეები
ჩვენ შეგვიძლია, გავხადოთ შობის დღეები უფრო სასიხარულო, თუ გამოვხატავთ სიყვარულს ისე, როგორც იესო აკეთებდა ამას თავისი მიწიერი მსახურების დროს. თუ არ ხართ დარწმუნებულები, ეს იდეები კარგი დასაწყისია თქვენთვის.
თქვენი სიკეთის კუნთების სავარჯიშოთ ეძიეთ, ვის შეგიძლიათ გაუწოდოთ დახმარების ხელი.
პატარა ქმედებას შეუძლია დიდი გავლენის მოხდენა. რამდენ ადამიანს შეგიძლიათ, აჩუქოთ ღიმილი?
წადით სასეირნოდ, დაეშურეთ მცირე დღის შუქს და მეგობარიც მოიწვიეთ
იესო არის ნათელისა და სიყვარულის საუკეთსო მაგალითი. უყურეთ მისი დაბადების ისტორიას აქ: LightTheWorld.org
მუსიკა უკეთეს განწყობას გვიქმნის. შემოიტანეთ მეტი სინათლე სამყაროში ვინმესთვის სიმღერის გაზიარებით.
დაფიქრდით და გაიხსენეთ რომელიმე მომენტი, როცა ვინმე თქვენთვის ნათეი იყო. გაგვიზიარეთ ეს სოც.ქსელებში ჰეშთეგით #გაანათეთსამყარო!
კომპლიმენტების გამო თავს კარგად ვგრძნობთ - როცა ვისმენთ მათ და როცა სხვებს ვუკეთებთ. გამოხატეთ მადლიერება გულწრფელი კომპლიმენტის გაზიარებით.
სიკეთე გადამდებია! კვლევები გვიჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებიც ხედავენ სიკეთეს, თავადაც შეუძლიათ სიკეთის კეთება. ჩამოთვალეთ 5 სიკეთე, რომლის დანახვაც ამწუთას შეგიძლიათ!
დღეს, სანამ პირს გააღებდეთ, დაფიქრდით იმაზე, როგორ გამოიყენოთ კეთილი სიტყვები.
ყველას მოსწონს, როცა მას უსმენენ. შეკითხვების დასმით გამოხატეთ ინტერესი.
გაუზიარეთ დღევანდელი საშობაო კონცერტი მეგობრებს, ახლობლებსა და ოჯახს. ხელმისაწვდომია აქ: LightTheWorld.org
ვისზე ფიქრობთ დრეს? მოძებნეთ ამ პიროვნების ცხოვრების გალამაზების ხერხი.
რა აძლიერებს თქვენში ნათელს? დაწერეთ 10 რამ და აირჩიეთ ერთი, რომელზეც დღეს შეძლებთ ფოკუსირებას.
„ყოველ ჯერზე, როცა გასაჭირში მყოფს ხედავთ და ... სიყვარულით ეხმარებით მას, [ღმერთის] ნათელი თქვენში იზრდება და მატულობს“. - უხუცესი დიტერ ფ.უხტდორფი
წლის ამ დროს საქველმოქმედო ორგანიზაციები ძალიან დაკავებულები არიან. რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროთ ადგილობრივ ქველმოქმედებას დროით ან სხვა რესურსებით?
როგორ შეგიძლიათ, გაავრცელოთ თქვენი ნათელი ამ შობას? 30 წამი იფიქრეთ, შემდეგ ადექით და გააკეთეთ ეს!
„უფალი შუქი არის და ხსნაა ჩემი: ვის შევუშინდე“? (ფსალმუნი 26:1). მიიღეთ მეტი ნათელი 26-ე ფსალმუნის კითხვით.
ამ კვირას შეოგვიერთდით საშობაო ღვთის მსახურებაზე, რომელიც ქრისტეზეა ფოკუსირებული. ყველას გიწვევთ, ჩვენთან ერთად დაესწროთ ღვთის მსახურებას. შეგიძლიათ, მეგობარიც მოიპატიჟოთ!
ღმერთმა მშვენიერი სამყარო გვიბოძა - ზამთრის შუაგულშიც კი. გააზიარეთ სოც.ქსელებში, როგორ ხედავთ ამჟამად სილამაზეს ყველგან თქვენ ირგვლივ.
როცა კეთილ საქმეს აკეთებთ, თქვენი ტვინის ჯილდოს ცენტრი ისე ანათებს, თითქოს სიკეთის მიმღები და არა გამცემი ხართ. დამუხტეთ დღეს ტვინი!
რომელია თქვენი საყვარელი საშობაო ტკბილეული? ვის გაუზიარებდით მას, რათა გაულამაზოთ დღე?
იფიქრეთ მათზე, ვისაც შეუძლია თქვენი ბილიკის განათება: როგორ შეგიძლიათ დღეს მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა?
გაქვთ საშობაო ტრადიცია? მოიწვიეთ ვინმე, შემოგიერთდეთ ან შექმენით ახალი.
ქრისტეს დაბადების ზეიმისას გაიხსენეთ მისი სიტყვები: „მე ვარ ნათელი სოფლისა. ვინც წამომყვება . . . სიცოცხლის ნათელი ექნება მას“ (იოანე 8:12).