რა არის გაანათეთ სამყარო?

„ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“. - მათე 5:16

რა არის გაანათეთ სამყარო?

#გაანათეთსამყარო არის მოწვევა, აქციოთ შობა მსახურების სეზონად. ეს არის საერთაშორისო მოძრაობა, რომლის მიზანია, შეეხოს ადამიანების გულებს და შეცვალოს მათი იესოს მიბაძვით: დააპუროს მშივრები, ანუგეშოს მარტოსულები, მოინახულოს ავადმყოფები და გაჭირვებულები და გამოავლინოს ყველას მიმართ სიკეთე. იესომ თქვა: „თქვენ სოფლის ნათელი ხართ“ (მათ 5:14). #გაანათეთსამყარო გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი და მისი ნათელის კაშკაშად ანათებდეს.

იდეები ყოველდღიური მსახურებისთვის

პროექტი #გაანათეთსამყარო გვაყენებს გამოწვევის წინაშე - გამოვხატოთ სხვების მიმართ სიყვარული ისე, როგორც ამას იესო აკეთებდა თავისი მიწიერი მსახურების ჟამს. დეკემბრის თვეში ჩვენ გვეძლევა კონკრეტული მსახურების რჩევები, რომლებიც დაგვეხმარება, შობის დღეებში მოვახდინოთ ფოკუსირება სხვების დახმარებაზე. მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ გადმოტივრტოთ კალენდარი იდეებით.

განსაკუთრებული საკვირაო მსახურება

შობის წინა კვირას ჩვენ ვატარებთ განსაკუთრებულ საკვირაო შეხვედრას, რომელიც ფოკუსირებულია იესო ქრისტეს დაბადებასა და ცხოვრებაზე. ჩვენი მეგობრებისა და ნაცნობების ნახვა ყოველთვის გვიხარია კვირაობით ეკლესიაში, მაგრამ ამ დღეს მათ განსაკუთრებულად ვიწვევთ, მოვიდნენ და თაყვანი სცენ ღმერთს ჩვენთან ერთად.

#გაანათეთსამყარო ყოველ დრე

ყოველ წელს, შობას, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პირველი პრეზიდენტობა იჩენს დიდ ძალაისხმევას, გაავრცელოს #გაანათეთსამყაროს გზავნილი და მისია. თუმცა, თქვენ ამის კეთება მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ, თუ იფიქრებთ იმაზე, ვის შეგიძლიათ ემსახუროთ ყოველ დღე.

მეტი იდეები იმისთვის, თუ როგორ გავანათოთ სამყარო