რა გვწამს
ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, გვწამს, რომ ყველაფერი, რაც კი შეგვიძლია, უნდა ვისწავლოთ იესოს შესახებ. უდიდესი ბედნიერება ცხოვრებაში მოდის მაშინ, როცა მხსნელს მივყვებით. თქვენ იგრძნობთ მის სიყვარულს თქვენ მიმართ, როცა ეძიებთ, გაიგოთ მისი ცხოვრება და სწავლება.

იესო ქრისტე არის სამყაროს მხსნელი. მისი წყალობით ჩვენ შეგვიძლია, კვლავ ვიცხოვროთ ღმერთთან. როცა მივყვებით მის მაგალითს და ვსწავლობთ მას, ჩვენ შეგვიძლია, აღმოვაჩინოთ ღმერთის მიერ ჩვენთვის ნაბოძები დალოცვები.

ბიბლიის მსგავსად, მორმონის წიგნი გახლავთ უძველესი ჩანაწერი, რომელიც გვასწავლის იესოს შესახებ. ეს არის ღვთის სიტყვა და იგი გვაძლევს პასუხებს სახარების შესახებ. იგი ასევე გვეხმარება სრულყოფაში და მას უფრო ახლოს მივყავართ ღმერთთან.

ბიბლია არის ღვთის სიტყვა. მას მივყავართ იესოსთან და იგი გვიჩვინებს, როგორ მივყვეთ მის სრულყოფილ მაგალითს. შეიტყვეთ, როგორ გვეხმარება ბიბლიური სწავლება, ვიპოვოთ ცხოვრებაში სიხარული, აზრი და მიმართლება.

იმის გარდა, რომ ოჯახი საზოგადოების ფუძეა, იგი ასევე ღვთის შვილების მარადიული ბედნიერების გეგმის ცენტრალური ნაწილია. და მან შესაძლებელი გახადა, ოჯახური ურთიერთობა გაგრძელდეს ამ ცხოვრების დასრულების შემდეგაც და არა უბრალოდ „სანამ სიკვდილი დაგაშორებთ“.

ღმერთს ყოველი ჩვენგანისთვის აქვს გეგმა. მან შექმნა დედამიწა და აქ გამოგვაგზავნა, რათა გვქონოდა რწმენა და სიხარული. სირთულეები გვეხმარება, გავიზარდოთ და მოვემზადოთ მასთან ცხოვრებისთვის.

ღმერთი რეალურია. იგი ჩვენი მამაა ზეცაში. იგი სათითაოდ გვიცნობს და მას სრულყოფილად ვუყვარვართ. მას სურს, ვილოცოთ და გვპირდება, რომ მოგვისმენს და გაგვცემს პასუხს.

იესო ქრისტეს ეკლესია

მიტევება

სახარების პრინციპები

ნათლობა

ტაძრები

ჯანსაღი ცხოვრება
ტიპიური შეკითხვები
ადამიანებს ბევრი კითხვა უჩნდებათ „მორმონების“ ანუ უფრო პატივისცემით რომ ვთქვათ, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრების შესახებ.
დიახ! რა თქმა უნდა. ბოლოსდაბოლოს „მორმონი“ უბრალოდ ზედმეტი სახელია. ჩვენ ვართ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები. შესაბამისად, ჩვენ გვწამს, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა და სამყაროს მხსნელი და რომ ჩვენ მას ვუყვარვართ იმაზე მეტად, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია. ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ ზუსტად ისეთი მრწამსი გვაქვს, რაც სხვა ქრისტიანულ ეკლესიებს? არა. მაგრამ ჩვენ თავი მიგვაჩნია იესო ქრისტეს ერთგულ მიმდევრებად.
დიახ. ძალიან. ეს არის ღვთის სიტყვა, წმინდა წერილის ტომი და საჭიროა, ვიკითხოთ იგი, თუ გვინდა, ბედნიერად ვიცხოვროთ. ბიბლიასთან ერთად ჩვენ ასევე ვპოულობთ შთაგონებას სხვა წმინდა წერილებში, რომლებიც მხოლოდ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას აქვს. ეს წმინდა წერილები თავიანთ ერთიანობაში გვასწავლიან მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას იესო ქრისტეს შესახებ.
მორმონის წიგნი არის შთაგონებული წმინდა წერილი, რომელიც არსებობს იმისთვის, რომ მოგვცეს მიმართულება ცხოვრებაში და დაგვაკავშიროს იესოსთან. როგორ გაჩნდა ეს სახელი? ასობით წლის წინ უძველესმა წინასწარმეტყველმა სახელად მორმონი შეკრიბა ჩანაწერები ამ ხალხის შესახებ. როგორც ჩანს, ისინიც ჩვენი მსგავსი მრავალი სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ. და ზუსტად ჩვენს მსგავსად ისინიც მაშინ ძლიერდებოდნენ, როცა იესო ქრისტესკენ შემობრუნდებოდნენ ხოლმე. დღეს მორმონის წიგნი იკითხება ბიბლიასთან ერთად, რათა უფრო ახლოს მივიდეთ ღმერთთან და გავიგოთ მისი უდიდესი სიყვარული ჩვენ მიმართ.
ჩვენ გვწამს, რომ ყველანი მამაზეციერის შვილები ვართ. და რადგან იგი კეთილი და მოსიყვარულე მამაა (უფრო მეტიც, სრულყოფილი მამა) იგი გიცნობთ. მან იცის თქვენი სირთულეები, გამარჯვებები, ძალა და არაჩვეულებრივი პოტენციალი. მან ეს ყველაფერი იცის და უყვარხართ. ძალიან უყვარხართ. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი ხსნა. ამიტომაც მას სურს, შეიცნოთ იგი.
როცა უკანასკნელ დღეთა წმინდანები ქორწინდებიან, მათ ესმით, რომ ქორწინება მარადიულია. სატაძრო ქორწინების ცერემონიის დროს წარმოითქმება სიტყვები: „ამ ჟამსა და მარადისობაში“ და არა „სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ“. მაგრამ ქორწინება ამ სიტყვების გამო კი არ ხდება მარადიული, არამედ ღვთის ძალის გამო. ბავშვები, რომლებიც სატაძრო ქორწინებით შეუღლებულ წყვილებს უჩნდებათ, ავტომატურად „ჩაიბეჭდებიან“ მშობლებთან. ოჯახებს, რომლებიც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები მოგვიანებით ხდებიან, ასევე შეუძლიათ ტაძარში შესვლა, რათა ერთად ჩაიბეჭდონ.
ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს სურს, რომ ჩვენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად ვიქცეთ. ეს შესაძლოა ხშირად მტკივნეული იყოს, მაგრამ ზოგი გაკვეთილი მხოლოდ გამოცდილების ფასად ისწავლება. როცა მძიმე დრო გვიდგება, ჩვენ თანაგრძნობას ვსწავლობთ სხვების მიმართ. თანაგრძნობის გამოვლენით ჩვენ უფრო მეტად ვემსგავსებით ჩვენს სრულყოფილ მაგალითს, იესო ქრისტეს. ვინაიდან იესო დაიტანჯა და გარდაიცვალა ჩვენი ცოდვების გამო, მას სრულყოფილად ესმის, რას გავდივართ და როგორ დაგვეხმაროს.