მოგესალმებით
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოცხალ რწმენაში, სადაც იესოს მიერ ნასწავლი ჭეშმარიტება და პრინციპები პირდაპირ და დადებითად აისახება იმაზე, როგორ ვცხოვრობთ, ვზრდით შვილებს, როგორ ვექცევით ერთმანეთს და როგორ ვუმკლავდებით სირთულეებსა და გამოწვევებს. მოდით და გახდით ყოველივე ამის ნაწილი.
ჩვენ ალბათ გაცილებით მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე თქვენ გგონიათ. იესო არის ჩვენი რწმენის ცენტრალური ნაწილი. თქვენ შეგიძლიათ, მიუახლოვდეთ მას მისი სწავლების შესწავლითა და მცდელობით, იაროთ მის კვალზე.
მოდით და მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს ღვთის თაყვანისცემის წირვაში, ღონისძიებებსა და პროგრამებში. თქვენ შეგიძლიათ, იგრძნოთ სახარების სიხარული მაშინ, როცა ჩაერთობით მეგობრობის, მსახურებისა და სიყვარულის თემში.
ჩვენ ვსწავლობთ, რომ რა სირთულეების წინაშეც არ უნდა დაგვაყენოს ცხოვრებამ, უფალი შასაძლებელს ხდის, გადავლახოთ ისინი. საკუთარ თავზე მუშაობით და იესო ქრისტეს სწავლების ცხოვრებით ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ სიმშვიდე და სიხარული.
ტიპიური შეკითხვები
ადამიანებს უამრავი კითხვა უჩნდებათ „მორმონების“ შესახებ ანუ უფრო პატივისცემით რომ მოვიხსენიოთ, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრების შესახებ. ქვემოთ იპოვით პასუხებს ყველაზე ხშირ შეკითხვებზე.